Victoria’s Secret-ის მოდელი სიკვდილს ებრძვის

1modeliVictoria’s Secret-ის 33 წლის მოდელი სიკვდილს ებრძვის. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ჰოლანდიელი მოდელი იფკე შტურმი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და კომაში იმყოფება.

მოდელი იტალიის ერთ-ერთ კუნძულზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა. მან თავის ქალისა და ხერხემლის რამდენიმე მალის დაზიანება სერფინგის დროს მიიღო.

მოდელი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ის ნეაპოლის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ექიმების თქმით, შანსი რომ იფკე მდგომარეობიდან გამოვიდეს, ძალიან მცირეა. მედიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ თუ ლამაზმანი კომიდან გამოვა, პარალიზებული დარჩება.

იფკე შტურმი ორი თვის წინ ბიჭის დედა გახდა. ის წლების განმავლობაში Victoria’s Secret-თან, Ralph Lauren-თან და Versace-სთან თანამშრომლობდა.