ქართველმა მომღერალმა უკრაინული იქს ფაქტორის ჟიური ატირა

1tatia-kobaladzeუკრაინული იქს ფაქტორის მეექვსე სეზონში ბევრი ქართველი მომღერალი მონაწილეობს. მათი ნაწილი ქართველი მსმენელისთვის ცნობილია, ნაწილი კი მხოლოდ ახლა ექცევა ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ.

უკრაინული იქს ფაქტორის ჟიურიში ნინო ქათამაძეა მიწვეული, რომელიც განსაკუთრებული სიამაყით ხვდება ქართველი კონკურსანეტბის გამოსვლას სცენაზე და მათი წარმატებებით გულწრფელად ხარობს.

22 წლის თათია კობალაძე სცენაზე ქართული დროშით გავიდა და jeniffer hudson-ის One night only შეასრულა. მისმა ნამღერმა ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჯგუფის Бумбокс წევრი ანდრეი ხლივნუკი აატირა. უცრემლოდ ვერ მოისმინა სიმღერა ნინო ქათამაძემაც. ქართველ მომღერალს ჟიურის ოთხივე წევრმა “კი” უთხრა და მომდევნო ტურში დაუფიქრებლად გადაიყვანა.