19 სექტემბერი, 2015

ნუკი კოშკელიშვილი დაინიშნა

1nuki-dainishnaტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დაინიშნა. ის უკვე კარგა ხანია ამერიკაშია თავის საყვარელ მამაკაცთან ბენ ჩეიმთან ერთად და არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მისი გათხოვების შესახებ.

ნუკი კოშკელიშვილი:

“ხშირად მეუკითხებიან, რატომ არ თხოვდებიო და სულ ვპასუხობ, იმიტომ რომ ბეჭედი მიკეთია სულ “უფალო შემიწყალე”. მეგობრებო, ჩემი ბეჭედი ხომ არ გინახავთ, დავკარგე.”

ტელეწამყვანმა ინფორმაცია ნიშნობის შესახებ დღეს გაავრცელა. ნუკიმ ნიშნობის ბეჭდის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით:

“დიდი მადლობა Vera Wangs-ს და, რა თქმა უნდა, ჩემს ბიჭს. ერთი სული მაქვს გავიკეთო და ჯერ არაო”.

ნუკიმ ნიშნობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.

1nukis-bechedi