23 სექტემბერი, 2015

კიდევ ერთი ჯილდო ,,მანდარინებს”

mandarin456ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტი ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ისევ აგრძელებს პრიზების მოპოვებას. ქართულ-ესტონური კოპროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობს და ლიდერობასაც არავის უთმობს.

“მანდარინებმა” კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე CHICHESTER INTERNATIONAL FILM FESTIVAL ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა პირველი ადგილი დაიმსახურა და საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი გახდა.

ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს:

“კიდევ ერთი ჯილდო “მანდარინებს”.

CHICHESTER INTERNATIONAL FILM FESTIVAL
AUDIENCE AWARDS
Best Feature Film
1st: TANGERINES (Estonia/Georgia – Zaza Urushadze)”