ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩესკე-ბუდეიოვიცეს XIII საერთაშორისო ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალ-კონკურსი “HOLIDAY OF TIME” ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ამ ფესტივალში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მხედრული-2“ და ფესტივალის გრან-პრი მოიგო. ქართველ მოცეკვავეებს ფოლკლორის საუკეთესო წარმოჩენისთვის სპეციალური დიპლომიც გადაეცათ.
წლევანდელ ფესტივალ-კონკურსში სხვადასხვა ქვეყნების ბავშვთა და მოზარდთა კოლექტივები მონაწილეობდნენ. მათგან საუკეთესოდ კი ფესტივალის ორგანიზატორებმა და ჟიურიმ ქართველები მიიჩნიეს და უმაღლესი ჯილდოთიც დააჯილდოვეს.