ქართული კულტურა და ხელოვნება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები, რეჟისორები, პოეტები თუ მწერლები სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებებს აღწევენ და სამშობლოში პრიზებით ხელდამშვენებულნი ბრუნდებიან.
გამონაკლისი არც 15 წლის ლიზი ბუდაღაშვილი (მარტელია). მოზარდი ერთდროულად მხატვარიცაა, მუსიკოსიც და პოეტიც. ლიზიმ მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ რომში გამართულ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების აკადემიის კონკურსში, სადაც მისმა ნახატმა ,,ზენიტი” (ზეთი. ტილო) 496 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიმსახურა.
19 სექტემბერს რომში ამ კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც ქართველი მხატვარიც არის მიწვეული.