26 სექტემბერი, 2015

ნინო ლორთქიფანიძე: ,,პანტომიმა ჰაერია, რითიც ვსუნთქავ’’

1nino-lortfiqanidzeვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

ნინო ლორთქიფანიძე 35 წლისაა, დასაოჯახებელი. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2000 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში: „კრიმანჭული“, „სტუმარ-მასპინძელი“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო”, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ტიტუსი“, „ბლეფი“, „სარკე“, „ფსევდოკიეზისი“, „ოცნება და სინამდვილე“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“.

ნინო ლორთქიფანიძე:

– პანტომიმა არის ჩემთვის ჰაერი რითიც ვსუნთქავ. სულიერი სამყარო, ტკივილი განცდა და ა.შ. ეს ჟანრი განსხვავებულია და მიყვარს ყველაფერი განსხვავებული.

– რომელი სპექტაკლი გიყვართ გამორჩეულად?

– ჩემი საყვარელი სპექტაკლია „წმინდა გიორგი“, როლი – წმინდა ნინო. რაც შეეხება გამორჩეულ შთაბეჭდილებას, რომელიც თეატრში განვიცადე, ჩემთვის თეატრში ყველა დღე გამორჩეულია.

1nino-lortqifanidze1

– პანტომიმის რომელი მსახიობია თქვენი რჩეული?

– კირა მებუკე.

– რა განსხვავებას ხედავთ ევროპისა და ქართული პანტომიმის შორის?

– ქართული პანტომიმა განსხვავდება ყველასგან. ჩვენ გვაქვს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვეც. ევროპული პანტომიმა უმეტეს შემთხვევაში კლოუნადაა….

– როლებზე ოცნება გიყვართ?

– საოცნებო როლი ჯერ არ არსებობს ჩემთვის. ყველაზე დიდი სირთულე პანტომიმის თეატრში ის, რომ არ გვაქვს შენობა, გასტროლები და ელემენტარული პირობები… ამიტომაც ვუსურვებ პანტომიმის თეატრს გარემონტებულ შენობას, გასტროლებს, უამრავ ახალ სპექტაკლს და უამრავ მაყურებელს…

1nino-lortqifanidze2