28 აგვისტო, 2015

ვარძიაში კლდის ჩამოშლის საფრთხეა

1vadziiaკლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად ექცევა სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. წინა თვეში არქეოლოგიურმა გათხრებმა ვარძიაში აქამდე სრულიად უცნობი ორი ახალი იარუსი და 10 ახალი ქვაბული გამოავლინა.

ამჯერად ვარძია კლდის ჩამოშლის სარფთხის წინაშეა, ამიტომაც კლდეში ნაკვეთ ქალაქში კლდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, რეაბილიტაციამ კომპლექსის ყველაზე კრიტიკული და სავალალო ადგილები ჩამოშლას უნდა გადაარჩინოს.

კლდის გამაგრებითი სამუშოების მიმდინარეობის პარალელურად, ვარძიაში კედლის მხატვრობის გადარჩენის პროგრამაც ხორციელდება. უძველესი მხატვრობის შენარჩუნების პროექტს ბრიტანული დონორი ორგანიზაცია ჯექსონის ფონდი აფინანსებს.

ვარძიაში დაწყებულია ტურისტული ინფრასტუქტურის კეთილმოწყობაც. პროექტი ხუთწლიანია და სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს.