24 აგვისტო, 2015

,,თუშეთობა 2015’’ ჩაიშალა

1tushetobaთუშეთის ყოველწლიური სახალხო დღესასწაული “თუშეთობა” ჩაიშალა. ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სახალხო დღესასწაულის ჩაშლის მიზეზი თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე განვითარებული სტიქიური მოვლენებია.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფშაველი-ომალოს გზის 27-ე და 32-ე კილომეტრზე არსებული ღვარცოფის და 48-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეჩერებულია.

ადგილზე მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც გაწმენდითი სამუშოების დასრულებისთანავე ჩაერთვება პროცესში და შეისწავლის ვითარებას.

ორღდიანი სახალხო დღესასწაულის ზუსტი თარიღი ამინდზე დაკვირვების და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.