28 აგვისტო, 2015

თეონა კონტრიძე: ,,მხოლოდ ეს გადაგვარჩენს კატასტროფისგან!”

1teona-kontridzeრუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე ფართო საზოგადოებას ჩვენი ეთნოსის კატასტროფისგან გადარჩენის საკუთარ ვერსიას სთავაზობს.

თეონა კონტრიძე:

“სიბნელე, შეზღუდულობა, აგრესიულობა, ტრაბახი, არამოტივირებული ამბიციურობა, ამპარტავნება, არაპროგრესულობა, უზრდელობა – ყველა ეს სრულიად აუტანელი თვისება უსწავლელობის და გაუნათლებლობის პოსტფაქტუმია….

ვულოცავ ყველა ახალ ქართველ სტუდენტს ჩაბარებას!!! ია-ვარდით იყვეს მოფენილი თქვენი გზა ინტელექტისკენ…. მხოლოდ სწავლა გადაარჩენს ჩვენს ეთნოსს კატასტროფისაგან. მე მჯერა თქვენი, გილოცავთ!!!”