Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სვანეთი CNN-ის ობიექტივში მოხვდა

23 აგვისტო, 2015

1svanetiსაქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და თვალწარმტაცი კუთხე სვანეთი, რომელიც ყოველთვის იპყრობდა უცხოელებისა და ადგილობრივების ყურადღებას, CNN-ის ობიექტივში მოხვდა. მსოფლიოს წამყვანმა ტელეკომპანიამ სვანეთსა და სვანებზე სპეციალური სიუჟეტი მოამზადა.

რეპორტაჟი ნათლობის რიტუალით იწყება ზემო სვანეთის ერთ-ერთ ეკლესიაში. CNN-ის ჟურნალისტი მაყურებელს მამა გიორგი ჩართოლანს აცნობს. სიუჟეტში წარმოდგენილია უძველესი ტრადიციები, პოლიფონიური მუსიკა, სვანური კოშკები და ბუნება. უშგულის მოსახლეობისა და ადგილობრივების ტრადიციების შესახებ კი საქართველოში მცხოვრები ნორვეგიელი რიჩარდ ბაერუგი საუბრობს, რომელიც სვანეთში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეა.