1 აგვისტო, 2015

Snoop Dogg-ის სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა

1snoop-doggyReuters-ის ცნობით, მსოფლიოში ცნობილ რეპერს სნუპ დოგის იტალიელ პოლიციელებთან პრობლემები შეექმნა. მომღერალი ევროპაში საკონცერტო ტურნეს მართავს და ის მომღერლის ახალი ალბომის “Bush” გამოსვლას ეძღვნება.

რეპერი იტალიიდან დიდ ბრიტანეთში კუთვნილი თვითმფრინავით მიემგზავრებოდა, როდესაც მისი შემოწმება ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს. სნუპ დოგის ჩანთაში 422 ათასი დოლარი აღმოაჩინეს. ქვეყნიდან თანხისგატანას მსოფლიო ვარსკვლავი დეკლარაციის გარეშე აპირებდა.

მომღერალს იტალიაში მხოლოდ თანხის ნახევარი დაუბრუნეს. დარჩენილი 211 ათასი დოლარი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაყადაღებულია, რადგან ჯერ განსაზღვრული არ არის, რა თანხით დაჯარიმდება მსოფლიო ვარსკვლავი. სნუპ დოგის ადვოკატი ანდრეა პარიზი აცხადებს, რომ რეპერი ჯარიმის გადასახდელად მზად არის.

ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი, რომელშიც ნათქვამია, რომ დეკლარაციის გარეშე მაქსიმუმ 10 ათასი ევროს გატანაა შესაძლებელი. სნუპ დოგის ადვოკატის განმარტებით, მომღერალს ჩანთაში ედო თანხა, რომელიც მან მთლიანი ევროპული ტურნეს დროს გამოიმუშავა:

– ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ იურიდიული თვალსაზრისით. ეს არ ყოფილა დანაშაული, ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, – განაცხადა რეპერის ადვოკატმა.