3 აგვისტო, 2015

ქეთა თოფურია თაღლითების მსხვერპლი გახდა

1keta-taglitebis-msxverpliრუსული პრესის ინფორმაციით, “ა სტუდიოს” ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია თაღლითების მსხვერპლი გახდა. მომღერალი, რომელიც ახლახას დედა გახდა და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდება თავისი პირადი ცხოვრების თემას, დაუცველი აღმოჩნდა.

ქეთა ინტერნეტ-თაღლითებმა იმსხვერპლეს. მიკრობლოგი, სადაც ქართველი მომღეარლი საკუთარ ფოტოებს აქვეყნებდა, გატეხილია. ინფორმაცია ამის შესახებ ქეთა თოფურიამ თავის ფანებს მეგობრების, ჯგუფ “სერებროს” ექაუნთზე გაკეთებული სპეციალური განცხადებით შეატყობინა.

“ქეთა თოფურიას ექაუნთი გატეხეს და სანამ ყველაფერი გაირკვევა, არ მიაქციოთ ყურადღება უცნაურ პოსტებს”

მსოფლიო ვარსკვლავების პირად არქივებზე თავდასხმა ბოლო პერიოდში ჰაკერების საყვარელ საქმედ იქცა.