23 აგვისტო, 2015

ქართველმა მოცეკვავეებმა ბულგარეთში გაიმარჯვეს

1aragvelebiiiiბულგარეთში გამართული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ქართველი მოცეკვავეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ ფესტივალის მთავარი პრიზი – გრანპრი ანსამბლ “არაგველების” მოცეკვავეს ცეკვა ჯეირანის შესრულებისთვის გადასცა, პირველი ადგილი კი ანსამბლ “არაგველებს” მიანიჭა.

ქართველმა მოცეკვავეებმა კიდევ ერთი ჯილდო დაიმსახურეს. ფესტივალში მონაწილე ანსამბლი “ერთსულოვნება” მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ბულგარეთში გამართულ ფოლკლორის ყოველწლიურ ფესტივალზე ქართული ანსამბლები კავკასიური ცეკვების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით პირველად მოხვდნენ და იქიდან წარმატებულები დაბრუნდნენ.

ფესტივალი ბულგარეთში წელს მეშვიდედ ჩატარდა და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.