24 აგვისტო, 2015

ქართველი საოპერო მომღერლის წარმატება ბუქარესტის ოპერაში

1lasha-sesitashvili1ბუქარესტის ნაციონალურ ოპერაში საოპერო მომღერლებისთვის კონკურსი გაიმართა. „Le Grand Prix de l’Opéra” International Voice Competition of the Bucharest National Opera ერთ-ერთი მაღალი დონის კონკურსია ევროპაში, სადაც 150 მომღერალი ღებულობდა მონაწილეობას.

კონკურსანტთა შორის იყო ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი ლაშა სესიტაშვილი, რომელმაც კონკურსში წარმატება მოიპოვა და ბუქარესტის ნაციონალურმა ოპერამ 2016/17 წლების თეატრალური სეზონის მიწვევის კონტრაქტი გაუფორმა.

ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ავრცელებს:

“ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალ ლაშა სესიტაშვილს ბრწყინვალე გამოსვლას ბუქარესტის ნაციონალური ოპერის სცენაზე.

„Le Grand Prix de l’Opéra” International Voice Competition of the Bucharest National Opera ერთ-ერთი მაღალი დონის კონკურსია ევროპაში, სადაც 150 მომღერალი ღებულობდა მონაწილეობას. ლაშამ სამივე ტურში და განსაკუთრებით ფინალში დიდი პროფესიონალიზმი, არტისტიზმი, სტილისტური მრავალფეროვნება და, რაც მთავარია, სტაბილურობა გვაჩვენა. მე განსაკუთრებით ბედნიერი და ვიყავი და ვამაყობდი ქართველი მომღერლის და ზოგადად ქართული ვოკალური სკოლის მაღალი დონით. ლაშა სესიტაშვილს 2016/17 უკვე მოწვევის კონტრაქტი გაუფორმა ბუქარესტის ნაციონალურმა ოპერამ. გილოცავთ ასევე ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ლაშას დიდ წარმატებაში.”

1lasha-sesitashvilii