8 აგვისტო, 2015

ქართულმა თეატრმა მთავარი პრიზი მოიგო

1sheni-teatriპრაღის დამოუკიდებელი და სამოყვარულო თეატრების რიგით მე-17-ე საერთაშორისო ფესტივალი “Apostrof” ქართული თეატრისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველები სამშობლოში მთავარი პრიზით დაბრუნდნენ.

ამ სასიამოვნო ინფორმაციას თეატრალური საზოგადოება ავრცელებს:

“გვინდა გაცნობოთ, რომ ქართულმა დამოუკიდებელმა თეატრალურმა ჯგუფმა „შენი თეატრი“ პრაღის დამოუკიდებელი და სამოყვარულო თეატრების რიგით მე-17 საერთაშორისო ფესტივალში “Apostrof” მიიღო მონაწილეობა და სამშობლოში მთავარი პრიზით დაბრუნდა.”