29 აგვისტო, 2015

პაატა ბურჭულაძე ქორწინდება

1paata-burchuladze-qorwindebaმსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე ქორწინდება.წყვილმა ჯვარი ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ დაიწერა, ახლა კი ხელმოწერისთვის ემზადება.

ანჯელა ვასილენკო და პაატა ბურჭულაძე 12 წლიან თანაცხოვრებას ხელის მოწერით დააკანონებენ. საოპერო მომღერლის ქორწინების ცერემონიალი 30 აგვისტოს ბუდა ბარის წინ ბორანზე გაიმართება.

ინფორმაციას საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე ავრცელებს:

“პაატას ჯვრისწერა მსტისლავ როსტროპოვიჩის ხელდასმით წლების წინ… ხვალ კი ხელისმოწერაა დაგეგმილი, მოკლედ ვაქორწინებთ… არც ვიცი ვინმეს ასე ძალიან უყვარდეს სხვა ადამიანებისთვის დღესასაწაულების მოწყობა, ხვალინდელი ცერემონია ქართულ-უკრაინული ოჯახის შექმნის იურიდიული დადასტურება იქნება.”

1paata-burchuladze-qorwindeba1