13 აგვისტო, 2015

პაატა ბურჭულაძე მორიგი ქველმოქმედებისთვის ემზადება

1paata-burchuldzeeპაატა ბურჭულაძე და მიერ დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” მორიგი ღონისძიებისთვის ემზადება.

ქართველი საოპერო ვარსკვლავები სიკეთისთვის კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან და საზღვარგარეთ საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

25 სექტემბერს სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში ქართველი ვარსკვლავები გალა კონცერტს გამართავენ, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის პატრონაჟით ჩატარდება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები – სოპრანო ნინო მაჩაიძე, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, ტენორი ოთარ ჯორჯიკია, ტენორი ბადრი მაისურაძე, ბარიტონი ლადო ათანელი და ბანი პაატა ბურჭულაძე. ასევე საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.

საქველმოქმედო კონცერტით შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.