26 აგვისტო, 2015

მესხეთში ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდება

1mesxetis-tearis-festivaliმესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის თეატრალურ ფესტივალს  უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ქალაქების თეატრები მიიღებენ მონაწილეობას. სამი კვირის განმავლობაში მაყურებლისთვის სპექტაკლებს ითამაშებენ თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურის, სოხუმის და მესხეთის თეატრები.

ფესტივალი 7 სექტემბერს გაიხსნება და მაყურებლის წინაშე წარსდგება თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით “ამბავი ვეფხისა და მოყმისა”.

საფესტივალო პროგრამა ასეთია:

8 სექტემბერი ერისთავის თეატრი “სამეფოო, ძველთა ძველო”

9 სექტემბერი რუსთავის თეატრი “მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი”

10 სექტემბერი ჭიათურის თეატრი “მუსუსი”

11 სექტემბერი მარჯანიშვილის თეატრი “არტ-ხელოვნება”

12 სექტემბერი პეტროს ადამიანის თეატრი “დარისპანის გასაჭირი”

13 სექტემბერი მოზარდმაყურებელთა თეატრი “ამიკო”

14 სექტემბერი ქუთაისის თეატრი “კუკარაჩა”

15 სექტემბერი რუსთაველის თეატრი “სტუმარ-მასპინძელი”

16 სექტემბერი ფოთის თეატრი “ჰოლანდ, ჰოლანდ”

17 სექტემბერი სოხუმის თეატრი “მილიონრები”

18 სექტემბერი მესხეთის თეატრი “სანამ დაგვიძახებენ”

19 სექტემბერი მუსიკისა და დრამის თეატრი “გაყრა”

20 სექტემბერი – ფესტვიალის დახურვა – თავისუფალი თეატრი “ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”.