28 აგვისტო, 2015

ჯგუფი ,,სახე’’ აღდგენილია

1jgufi-saxeხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ჯგუფი “სახე” აღდგენილია. ერთ დროს ნომერ პირველი ჯგუფი საქართველოში, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში არავის უთმობდა ლიდერობას, კვლავ მზად არის თავის ერთგულ მსმენელთან შესახვედრად.

ჯგუფი “სახე” კონცერტს ბათუმის კორტებზე გამართავს, სადაც 30 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ჯგუფის Poetry N Motion-ის კონცერტში.

Poetry N Motion მაიკლ ამიერის მიერ 90-იანი წლებში დაარსებული ჯგუფია, რომელმაც საერთაშორისო წარმატებას სიმღერა Romeo and Giuliet-ით მიაღწია.

16 წლის შემდეგ ჯგუფი “სახე” და Poetry N Motion ისევ ერთ სცენაზე იდგებიან. კონცერტზე დასწრება კი ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.