25 აგვისტო, 2015

გია ყანჩელის იუბილე გერმანიაში აღინიშნა

1gia-kanncheliქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე ბერლინის ისტორიულ დარბაზში – „კონცერტჰაუზში“ აღინიშნა. საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ღონისძიება “Young Euro Classic” ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ჩაატარა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტროს საიუბილეო თარიღს მთელი წლის განმავლობაში კონცერტების სერიას მიუძღვნის.
ბერლინის ცნობილ დარბაზში გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად არვო პიარტის მუსიკამაც გაიჟღერა. მსმენელის წინაშე სოლისტების ამპლუაში წარსდგნენ დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი და გიორგი ცაგარელი. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.

პროექტი განხორციელდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, საიუბილეო კონცერტის მხარდამჭერი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდი „DAAD“-ია.