1 აგვისტო, 2015

დავით კინწურაშვილმა სასამართლო პროცესი წააგო

1kintsurashvli-davidთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა სასამართლო პროცესი წააგო.

დირიჟორს თეატრის თანამშრომლები დიქტატორად მიიჩნევენ და მას უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ. ბრალდებებს შორისაა სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნა. მათგან ერთ-ერთმა სოფიო კუპრაშვილმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და დავა მოიგო. თეატრს მოსარჩელე სოფიო კუპრაძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 12 თვის ხელფასის ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა.

ინფორმაცია ამის შესახებ დირიჟორმა ირაკლი ჩოლოყაშვილმა გაავრცელა:

“გილოცავთ კინწურაშვილის დიქტატურაზე გამარჯვებას… წინ კიდევ მრავალი სასამართლო დავაა და ყველა მოსარჩელე ანალოგიურ მდგომარეობაშია… სასამართლო პრეცედენტებით ხელმძღვანელობს და ამ შემთხვევაში ყველა სარჩელი ერთი მოტივით არის შეტანილი: გაუქმდეს კინწურაშვილის უკანონო გადაწყვეტილებები… რასაც გარდაუვლად მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვება… უმორჩილესად გთხოვთ, რომ სასამართლოს ყველა დადგენილების აუდიო და ვიდეო მასალა გაასაჯაროვოთ…. მოგვაწოდეთ სარეზოლუციო ნაწილი…”

1sofio-kuprashvili

თეატრის თანამშრომელთა განცხადებით, ჟურნალისტები აქტიურად უნდა დაინტერესდნენ დავით კინწურაშვილის და მისი წრის უკანონო შემოსავლებით. თეატრის სოლისტის გოჩა დათუბანის განცხადებით, დავით კინწურაშვილის საქმიანობით პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს:

“შარშან, სანამ მაგ უბედურს თეატრში შემოვადგმევინებდი ფეხს, დედამისის გაკეთებული ბუტერბროდით დადიოდა, იმის ფულიც არ ჰქონდა რომ წესიერად ეჭამა. მას მერე, რაც გავხადე სამხატვრო ხელძღვანელი და გამოაჩინა თავის რეალური სახე, შეიძინა მ კვადრატში ბინა, საუკეთესო მერსედესი, CLS, ლარსის ქუჩაზე ნაქირავებში ჩემი ინფორმაციით ძალიან სოლიდურ თანხას იხდის ქირაში. ეხლა ეს დაემატა ამ უნიათო და უზნეოს სასამართლოს ვალები, რომელიც თეტრის ბიუჯეტმა უნდა იტვირთოს! ჩვენ კი წამყვანი სოლისტები და რიგითი წესიერი თანამშრომლები ვსხედვართ და ვიწვებით ზაფხულში თბილისში უსახსრობის გამო მაშინ, როცა ეს უმსგავსო ადამიანი არაფერს არ იკლებს. პროკურატურაც უნდა დაინტერესდეს, თუ რა შემოსავლებით მოახდინა ამ ყველაფრის შეძენა.”