“ჩემი ცოლის დაქალები” დასრულდა

DAQALEBI7ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი გახმაურებული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ სერიალის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს:

-მეგობრებო, დასრულდა ”ჩემი ცოლის დაქალების” უდიდესი და ყველაზე ხანგრძლივი, 72 სერიანი მეშვიდე სეზონი! დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, რომ იყავით ჩვენთან ერთად! შევისვენებთ და ახალი ენერგიებით და ახალი, მერვე სეზონით დაგიბრუნდებით სექტემბრის ბოლოს, რა თქმა უნდა, რუსთავი2-ზე!

ხვალ კი კურიერის დასრულებისთანავე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ცოლის დაქალები კადრს მიღმა.

მოგვენატრებით!”