14 აგვისტო, 2015

ბერა თაყვანისმცემლებს მიმართავს

1beraaბერა ივანიშვილი თაყვანისმცემლებს საგანგებო განცხადებით მიმართავს სახელწოდებით “ჩემი თბილისი ყველაფერს სჯობს”. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ის თავის ფანებს ურთიერთობის განახლებას სთავაზობს და პირობას დებს, რომ გულშემატკივრებს სიახლეებს არ მოაკლებს.

ბერა:

“ჩემი თბილისი ყველაფერს ჯობს”

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონატრებული გულით, მინდა ჩვენი ურთიერთობა განვაახლო ორი ქართული სიმღერით. პირველი ამერიკაში წასვლის წინ დავწერე, მეორე კი ჩამოსვლისას. შემდეგი კვირიდან შემოგთავაზებთ თქვენგან ძალიან შორს, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის და სიყვარულის მუდმივი შეგრძნებით გადაღებულ ახალ ვიდეო კლიპებს, ჩაწერილ დუეტებსა და სიმღერებს.

მუდამ თქვენი ბერა!

https://soundcloud.com/beraofficial-1/zpwbjgg6uc2g