2 აგვისტო, 2015

ბექა გოჩიაშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

1bekka-gochiashviliამერიკაში მოღვაწე ქართველი ჯაზ-მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

პიანისტის გადაწყვეტილებით, კონცერტი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დაასახმარებლად ჩატარდება და მასში ბექასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მაიკ მიტჩელი და მაქსიმილიან გერლი.

კონცერტის წარმდგენი “ნიუსდეი ჯორჯიაა”. საქველმოქმედო კონცერტი სასტუმროში “რუმს თბილისი” 12 აგვისტოს ჩატარდება.

თბილისის სტიქიას ქართველი მუსიკოსი არაერთხელ გამოეხმაურა. მან ივნისში გამართული საკონცერტო ტურნე მთლიანად სტიქიის დროს დაზარალებულების  სოლიდარობას და გარდაცვლილების ხსოვნას მიუძღვნა, ზოოპარკის ბინადარ თეთრ ლომ შუმბას კი ახალი კომპოზიცია დაუწერა.