2 აგვისტო, 2015

ანიტა რაჭველიშვილი: ,,თბილისი ჯოჯოხეთია!’’

1antia_RACHVELISHVILIქართველი საოპერო მოღერალი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში დაბრუნებას ნანობს და საჯაროდ აცხადებს, რომ თბილისი ჯოჯოხეთია.

ანიტა რაჭველიშვილი:

“თბილისი – ჯოჯოხეთია! აეროპორტიდან დაწყებული უკვე! ქაოსი, დიზორგანიზაცია, ციგნები თუ ფულს არ მისცემ მანქანის დაჩხაპნით და ათასი საშინელებებით გემუქრებიან! და ვინ არის ნეტა მომხედავი და პატრონი?! მანქანა მამაჩემმა 45 წუთი ვერ დააყენა. ხალხი რიგში დგას და ამით ფულს აკეთებენ! ჩემოდანს საათ-ნახევარი ველოდებოდი! უზრდელურად გელაპარაკებიან! რომელი ერთი ვთქვა?

დიდი მადლობა ასე რომ ზრუნავთ ჩვენზე! მარაზმსაც უნდა ქონდეს საზღვარი! იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება 2 წლის წინ, რომ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს! ჯობია ისევ უკან წავიდე!”