26 აგვისტო, 2015

,,ალი და ნინო’’ დაზიანებულია

1ali-da-ninoბათუმის საზივიტო ბარათად აღიარებული ”ალი და ნინოს” ქანდაკება დაზიანებულია. ბათუმის შტორმმა ქანდაკებას საძირკველი დაუზიანა, რის გამოც, ხელისუფლებამ მისი სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მონუმენტი გადატანის დროს დაზიანდა და ერთ-ერთი ფიგურა დაიმტვრა.

“ალი და ნინო” მხატვარ-მოქანდაკის თამარ კვესიტაძის შექმნილია. მისი შთაგონების წყარო ყურბან საიდის გახმაურებული რომანი “ალი და ნინო” გახდა.

ბათუმის მერიას ამ ქანდაკების სხვა ადგილას გადატანა არაერთხელ სურდა. ამისთვის თანხა საპრეზიდენტო ფონდიდან რამდენჯერმე გამოიყო.