19 აგვისტო, 2015

“აფხაზეთის ხმა” გაითიშა

1afxazetis-xmaრადიო “აფხაზეთის ხმა” გაითიშა. ინფორმაციას მისი მფლობელი, მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე გიორგი კორახაშვილი ავრცელებს და მიზეზებზე საუბრობს.

გიორგი კორახაშვილი:

“დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული ღირებულებების ნგრევის საქმეში – რადიო “აფხაზეთის ხმა” გათიშა ანძებიდან ბანალური მიზეზებით!!! საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, შემცირებულია სარეკლამო შემოსავლები, შესაბამისად ორგანიზაციას შეექმნა ფინანსური პრობლემები. მცირედი დავალიანების გამო, ანძამ შეწყვიტა რადიო “აფხაზეთის ხმის” მაუწყებლობა, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებს თავისუფალი აზრის და სიტყვის გამოხატვას! მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს მაუწყებლობა და მოგვცეს ვადა ანძის დავალიანების დასაფარად!”