10 ივლისი, 2015

ზურაბ სოტკილავა ავადაა

1zurab-sotkilavaცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა ზურაბ სოტკილავამ ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. მიზეზი ონკოლოგიური დაავადებაა. ამის შესახებ მომღერალმა lifenews-ის ჟურნალისტს განუცხადა. ქართველმა ხელოვანმა აღიარა, რომ ავთვისებიანი სიმსივნითაა ავად.

ზურაბ სოტკილავამ ავადმყოფობაზე მას შემდეგ მიიტანა ეჭვი, რაც 5 თვის წინ გულის და მუცლის არეში საშინელი ტკივილები დაეწყო და საგრძნობლადაც დაიკლო წონაში.

საოპერო მომღერალმა ონკოლოგიურ ცენტრს მაშინვე მიაკითხა, თუმცა პირველადი გამოკვლევით არაფერი იქნა გამოვლენილი. მოგვიანებით ქართველ მომღერალს ურჩიეს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში წასვლა, რაშიც გერმანიაში მცხოვრები მეგობარი და მწერალი ალექსანდრე პატიომკინი დაეხმარა.

გერმანელმა ექიმებმა გამოკვლევის შემდეგ, სასწრაფო ოპერაცია დანიშნეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მოგვიანებით მომღერალს ქიმიოთერაპიის კურსიც დაუნიშნეს.

ზურაბ სოტკილავას სჯერა, რომ მისი მკურნალობა შედეგს გამოიღებს და აუცილებლად დაუბრუნდება საკონცერტო საქმიანობას:

– ექიმებსაც მაშინვე ვუთხარი, მხოლოდ იმისთვის ვმკურნალობ, რომ ვიმღერო და თუ სიმღერას ვერ შევძლებ, მაშინ სიცოცხლეც აღარ მინდა.