29 ივლისი, 2015

ჟან-პოლ გეტის მუზეუმში ქართული ექსპონატი გამოიფინება

gam56ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას ,,ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები” მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს ძველი სამყაროს შედევრებად აღიარებულ ნიმუშებს მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან – ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმიდან, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიდან, პარიზის ლუვრიდან, ვატიკანის მუზეუმიდან. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული, ვანში აღმოჩენილი ბრინაჯოს ჭაბუკის ტორსი (ძვ.წ. II-I საუკუნეები).

ეს გამოფენა 2015 წლის მარტში ფლორენციაში, პალაცო სტროციში გაიხსნა. ლოს ანჯელესის შემდეგ ის ვაშინგტონის ეროვნულ გალერეაში გადაინაცვლებს.

გამოფენა ჟან-პოლ გეტის მუზეუმში პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.