1 ივლისი, 2015

ვერიკო ტურაშვილი ქველმოქმედებისთვის იმღერებს

1verikoმომღერალი ვერიკო ტურაშვილი ქველმოქმედებისთვის იმღერებს. მიუხედავად იმისა, რომ მას პატარა ნატაშკა ჰყავს, ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვადასხვა კონცერტებში მიიღოს მონაწილეობა.

ვერიკო ტურაშვილი გურჯაანში ჩავა, სადაც ადგილობრივ კულტურის ცენტრში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. მასთან ერთად საღამოზე იმღერებენ ანი სირაძე, თეატრალური კვარტეტი, ქეთი გაბისიანი, ნათია ქოროღლიშვილი, ანა მალაზონია, ვასკა ჟღენტი, ნინო ძოწენიძე და ქეთი გომართელი. კონცერტის წამყვანი პოეტი ნანა ცინცაძეა.

პირველ ივლისს დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 4 ლარია. შეგროვილი თანხა მთლიანად ეკლესიის მშენებლობის ფონდში გადაირიცხება.