12 ივლისი, 2015

ვალერიან შიუკაშვილი სიმსივნით დაავადებულებს დაეხმარება

1shiukashviliპიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სიმსივნით დაავადებულ პატარებს დაეხმარება. მუსიკოსი სპეციალურ კონცერტს გამართავს, რომელიც საქველმოქმედოა და მთლიანი შემოსავალი ბერი ანდრიას ფონდს გადაეცემა.

ბერი ანდრიას სახელობის ფონდი უანგაროდ ეხმარება სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე მოზარდებს და მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც ბავშვთა მკურნალობას, რეაბილიტაციას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება.

“შემოგვიერთდით, სიკეთე უსასრულოა”, – ასეთი მოწოდება შეურჩიეს საღამოს მისმა ორგანიზატორებმა.

ვალერიან შიუკაშვილი საქველმოქმედო კონცერტს 16 ივლისს მოძრაობის თეატრში გამართავს.