5 ივლისი, 2015

,,ცეკვავენ ვარსკვლავები’’ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1cekvavenმეგაშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავები” სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც შოუს და მის მონაწილეებს შეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტთან დაკავშირებით ხშირად ვრცელდება არასწორი და სიმართლეს მოკლებული ინფორმაციები, ამიტომ შოუს პროდიუსერები დაინტერესებულ საზოგადოებას ნებისმიერი საკითხის გადამოწმებას მხოლოდ მათთან ურჩევენ:

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვინმე გიორგი მასხულია, რომელიც აზრზე არ ვართ ვინ არის, უკეთებს თავის თავს პიარს და სურს მონაწილეობა “ცეკვავენ ვარსკვლავებში”. ჩვენ ვაცეკვებთ მხოლოდ მოცეკვავეებსა და ცნობად სახეებს, ვინაიდან ზემო აღნიშნულ პიროვნებას არც ქართული საზოგადოება არ იცნობს და არც მოცეკვავეა, შესაბამისად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია. გთხოვთ ყველა დეტალი და კითხვები გაიაროთ გვერდის ადმინისტრაცისთან!”