2 ივლისი, 2015

თუმანიშვილის თეატრმა სოლიდური თანხა შეაგროვა

1jer-daicoxnenმიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მის რეპერუტარში არსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლის გაცოცხლება გადაწყვიტა.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, თეატრმა გოგი მარგველაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” რუსთაველის თეატრში ქველმოქმედებისთვის ითამაშა და თან მისი 20 წლის იუბილეც აღნიშნა.

სპექტაკლმა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა და ერთობლივი პროექტით 9605 ლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი:

– მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ერთობლივი პროექტი, საქველმოქმედო სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაყიდული ბილეთების თანხა შეადგენს 9605 ლარს. უღრმესი მადლობა პირველ რიგში, თქვენ, ჩვენო ერთგულო მაყურებელო! – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.