4 ივლისი, 2015

თემურ ყვითელაშვილი ქველმოქმედებისთვის დაუკრავს

1kvitelashviliვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი საიუბილეო კონცერტს ქველმოქმედებისთვის გამართავს.

ღონისძიება 4 ივლისს არის დაგეგმილი და მასზე როგორც კარგად ცნობილი ჰიტები, ასევე ახალი მუსიკალური კომპოზიციები შესრულდება.

გიტარისტის კონცერტს ზაზანოვა უმასპინძლებს, სადაც მსმენელს ელოდება მუსიკალური სიურპრიზები და მუსიკოსის ბოლო ალბომი საჩუქრად.

თემურ ყვითელაშვილის საღამოზე დასასწრები ბილეთის ფასი 25 ლარია. იუბილარის თხოვნით, შეგროვილი თანხა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.