27 ივლისი, 2015

თბილისის ძველ უბანში უნიკალური აღმოჩენები გაკეთდა

1agmochenebi-tbilisshiთბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენები გაკეთდა. მეტეხის ხიდთან, 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიასთან მდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური შესწავლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 1998 წლიდან მიმდინარეობს.

აღმოჩენილია ვახტანგ გორგასლის დროინდელი ციხის გალავანი, სხვადასხვა მშენებლობის ფენები, რომელიც ვახტანგ გორგასლის ეპოქაზე ძველი პერიოდის ნაგებობებად არის მიჩნეული.

არქეოლოგებმა 40 სებასტიანელი მოწამის სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე გათხრები განაახლეს და სხვადასხვა ეპოქის ისტორიული ძეგლები და არტეფაქტები აღმოაჩინეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტერიტორიაზე აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგებისთვის ეს ტერიტორია განსაკუთრებით საინტერესოა და მიაჩნიათ, რომ ადგილის დეტალურად შესწავლამ შესაძლოა თბილისის ისტორიაში ცვლილებებიც შეიტანოს. მონასტერთან არსებული კელიების ქვედა ნაწილში ჩვენი დედაქალაქის მუზეუმის დაარსებაა გადაწყვეტილი.