23 ივლისი, 2015

თბილისის ბიგ ბენდი იურმალაში დაუკრავს

1big-bandთბილისის ბიგ ბენდი იურმალაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს. იურმალადან სოჭში “ახალი ტალღის” გადატანის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ალტერნატიული კულტურული ღონისძიებები ჩაატაროს.

პირველი მერცხალი ლატვიელი მომღერალი ლაიმა ვაიკულე აღმოჩნდა, რომელმაც ორდღიანი კონცერტები გამართა თავის საყვარელ მომღერლებთან ერთად. მათ შორის აღმოჩნდა ნანი ბრეგვაძე. მომღერლებმა დუეტში რევაზ ლაღიძის “თბილისო” შეასრულეს.

ახალი მრავალფეროვანი ფესტივალის ჩასატარებლად იურმალას მერიამ 700.000 ევრო გამოყო. საკონცერტო დარბაზ “ძინტარიში” სადებიუტო ფესტივალმა სტარტი უკვე აიღო და მისი პირველი საპატიო სტუმარი კონსტანტინე რაიკინი გახდა, რომელმაც პოეზიის საღამო მოაწყო.

საფესტივალო პროგრამაშია კონცერტები, მილანის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წარმოდგენები, მიუზიკლები. 24 ივლისს “ძინტარის” სცენას თბილისის ბიგ ბენდი დაიკავებს, რომელიც ორგანიზატორების მოთხოვნით, სოლისტებთან ერთად ქართულ რეპერტუარს ააჟღერებს.