18 ივლისი, 2015

სვანეთში უნიკალური ძეგლები ნადგურდება

1svaneti-badgurdebaსვანეთში კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები ნადგურდება. ადგილობრივი მკვიდრის, რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ინფორმაციით, VIII-XII საუკუნის ძეგლებს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. თუ უყურადღებობა ასე გაგრძელდა, ეს ძეგლები გაზაფხულამდეც ვერ გაძლებს:

“კულტურის მინისტრმა ჩემთან შესახვედრად დრო ვერ გამონახა, შევხვდი მინისტრის მოადგილეს ბატონ ლევან ხარატიშვილს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ბატონ ნიკა ანთიძეს, თუმცა როგორც ვხედავთ, შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. მე ვიდეოზე გადავიღებ ყველა მერვე მეთორმეტე საუკუნის ძეგლებს, უმრავლესობა, სავარაუდოდ, გაზაფხულამდეც ვერ გაძლებს და აუცილებლად მოვთხოვ სახელმწიფოს იმ ადამიანების დასჯას, ვისაც ამ ძეგლების გადარჩენა ევალებოდათ და არ გადაარჩინეს!”