4 ივლისი, 2015

სუხიშვილები ნიცაში იცეკვებენ

1suxishქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” ნიცაში იცეკვებენ. ანსამბლი კონცერტს ქველმოქმედებისთვის გამართავს.

მოცეკვავეებთან ერთად საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პარიზის წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებული ანსამბლი “თამარიონნი”, მომღერალი ელგა ფორჩხიძე და მეცო სოპრანო ნონა ჯავახიძე. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაა.

– ის, რომ შორს ვართ, არ ნიშნავს რომ უძლურნი ვართ! – აცხადებენ ევროპაში მყოფი ქართველები.

4 ივლისს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით ნიცაში ტარდებოდა კონცერტი “ქართული კულტურის ზეიმო”, სადაც დასწრება თავისუფალი იყო.

– თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, რამაც იმსხვერპლა ჩვენი თანამემაულეები და ბევრი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, კონცერტის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, შეიცვალა კონცერტის ფორმატი და მიეცა საქველმოქმედო ხასიათი. დასწრება კვლავაც უფასოა, თუმცა მოხდება სტიქიისგან დაზარალებულთათვის თანხის შეგროვება, – ნათქვამია პარიზის წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.