Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოფო ბათილაშვილი პატიებას ითხოვს

30 ივლისი, 2015

1sofo-batilashvili“იქს ფაქტორის” მეორე სეზონის მონაწილე სოფო ბათილაშვილი პატიებას ითხოვს და სოციალურ ქსელში საჯარო განცხადებას ავრცელებს:

“ასეთი ჩამოუყალიბებელი ერი როდამდე უნდა ვიყოთ? პოლიტიკა როდამდე უნდა განაგებდეს ყველაფერს? რამდენ ადამიანს უნდოდა ეგ კონცერტი მარტო ჩვენს გამო! ბათუმი, ფოთი, გვაპატიეთ რომ ვეღარ ჩამოვდივართ, რადგან ისევ მოგვიშორეს.”

სოფოს ამ განცხადების გაკეთების მიზეზი იმ კონცერტების ჩაშლა გახდა, რომლებიც ბათუმსა და ფოთში იყო დაგეგმილი.

ქუთაისის და ფოთის მერე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობამ ღია ცის ქვეშ დაგეგმილ უფასო კონცერტის ჩატარებაზე, რომელიც ახალგაზრდებისთვის იყო გათვლილი, უარი განაცხადა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ კომედი შოუს მსახიობებს, გამოუვალ მდგომარეობას და იქს ფაქტორის მონაწილეებს.

მიზეზად ქალაქში დაგეგმილი სხვადასხვა ღონიძიებები და ფესტივალები დასახელდა. კონცერტი ანბანის კოშკის ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო. ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამაში, სადაც განრიგია გაწერილი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის.

ბათუმის ვიცე-მერმა კონცერტის ორგანიზატორებს ოფიციალური წერილი გადასცა, სადაც წერია, რომ ბათუმის მერია ანბანის კოშკთან კონცერტის გამართვაზე უარს ამბობს. ბათუმის ვიცე-მერმა უარის შესახებ განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ დაახლოებით 1 თვის წინ დაიგეგმა ფესტივალი, რომელიც ქალაქის სხვადახვა წერტილში უნდა გაიმართოს, მათ შორის ანბანის კოშკთანაც, სადაც რუსთავი 2-ის კონცერტი იგეგმება. თანაც ამ ეტაპზე რუსთავი 2-სთვის ყველა ადგილი დაკავებულია.

რუსთავი 2-მა კონცერტის ჩატარების თაობაზე ფოთის მერიას პირველი უარის შემდეგ, მეორედაც მიმართა, რაზეც ისევ უარი მიიღო. ახალ მოთხოვნაში შეცვლილი იყო ლოკაცია. რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა კონცერტის გამართვას ფოთის თეატრის წინ გეგმავდა. კონცერტის ჩატარების მიზეზად ფოთის მერიამ მოუმზადებლობით ახსნა.