18 ივლისი, 2015

სოხუმის თეატრის მსახიობი მილიონერია

1nugzar-chiqovaniსოხუმის თეატრის მსახიობი ნუგზარ ჩიქოვანი, რომელიც 5 წელია ლოტოს სისტემატურად თამაშობს, ჯეკ პოტის გამარჯვებული გახდა. დღეს ის მილიონერია. მსახიობი ფართო საზოგადოებამ “ღამის შოუს” პროექტებიდან გაიცნო. ის ასევე გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც.

ნუგზარ ჩიქოვანმა ლოტოს 574-ე გათამაშებაში 1.671.045 ლარი მოიგო. როგორც მსახიობი აცხადებს, მოგების სიხარული და პირველი ემოცია იმდენად დიდი და მოულოდნელი იყო, რომ ის სიჩუმით გამოხატა:

– იმდენად დიდი იყო ემოცია, რომ საერთოდ არ მქონდა ემოცია. ჩუმად ვიჯექი. უბრალოდ, რამდენჯერმე ციფრები გადავამოწმე. კონკრეტულად არ მაქვს დაგეგმილი, როგორ დაახარჯავ მოგებულ თანხას. დღევანდელ საქართველოში ყველას ჰყავს მეგობარი, ნათესავი, არც თუ ისე დალხინებული და ალბათ, მე თუ ვერ ვხვდები, ისინი უნდა ხვდებოდნენ, რა უნდა გავაკეთო. ჩემს პრობლემებს მივხედავ. ყველას აქვს პრობლემები. მსახიობები, როგორც წესი, განებივრებულები არ არიან ფინანსური თვალსაზრისით საქართველოში, – აღნიშნა ნუგზარ ჩიქოვანმა.