18 ივლისი, 2015

Ricchi e Poveri საქართველოშია

1ricchi-e-poveriცნობილი იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri  საქართველოშია. ისინი იტალიელ მომღერალ უმბერტო ტოცისთან ერთად ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მონაწილეობას ღებულობენ საკონცერტო სერიაში “სან რემოს ვარსკვლავები”.

უმბერტო ტოცი XX საუკუნის ცნობილი იტალიელი მომღერალია, რომელიც შემსრულებელია პოპის, როკის და იტალიური დისკოსი, უკრავს კლავიშზე და გიტარაზე. იგი წერს სიმღერებს, არის მუსიკოსი, კომპოზიტორი და ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი. უმბერტო ტოცი საქართველოში პირველად ჩამოვა და პირველად გამართავს კონცერტს ქართველი მსმენელისთვის.

Ricchi e Poveri იტალიური ჯგუფია. 1970-71 წლებში სანრემოს ფესტივალზე ამ ორი სიმღერით „La Prima Cosa Bella” და “Che sara“ გახდა ყველაზე პოპულარული იტალიური ჯგუფი.

18 ივლისს იტლიელი მომღერლები ბათუმის კორტებზე უფასო კონცერტს გამართავენ და ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. კონცერტის წამყვანი ქართველი მომღერალი დათო გომართელია, რომელიც იტალიურ სიმღერებს შეასრულებს.