21 ივლისი, 2015

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ვაჟას პრემიაზე?

1vaja-fshavრა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ვაჟა ფშაველას სახელმწიფო პრემიის დაფუძნების თაობაზე, ამის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

როგორც ვაჟას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი აცხადებს, ლიტერატურის მოყვარულები და დაინტერესებული საზოგადოება სიახლეს ვაჟაობის დღესასწაულზე შეიტყობს:

“25-ში, შაბათს ვაჟაობაა!

რამდენიმე დღე დარჩა, ის დროა საქმეზე მეტი ნერვიულობა რომ გჭამს!

წელს ბოლომდე მივა ის საქმე, რისთვისაც რამდენიმე წელია ვწვალობთ.

წელს, ვაჟაობაზე, გამოცხადდება მთავრობის გადაწყვეტილება ვაჟას სახელმწიფო პრემიის დაფუძნების თაობაზე!

არა, მე კი ვერასოდეს დავიმსახურებ ამ ჯილდოს, ამისთვის არ დავბადებულვარ, მაგრამ ყველა იმ ძალიან ნიჭიერი ადამიანის მაგივრად, მგონი მათზე მეტადაც, მიხარია ეს ამბავი, ვინც ვაჟას სახელმწიფო პრემიისთვის იბრძოლებს და დაიმსახურებს მომავალში!

კეთილი ხმები ტრიალებენ და ამბობენ, რომ გაისად, პოეტის დაბადებიდან 155 წლისთავზე პირველი ვაჟას სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გვეყოლება ქართველებს! დარწმუნებული იყავით დამსახურებული და ღირსეული, ეჭვი რომ არავის შეეპარება ისეთი!

აი ასეთი ვაჟაობაა წელს!

კიდევ ბევრი სიახლეები იქნება! ამობრძანდით და ნახავთ!

შეხვედრამდე, ჩარგალში!

თუ გადავრჩი რა თქმა უნდა!”