4 ივლისი, 2015

პოლონეთში რეგი ფესტივალს ქართული ჯგუფი გახსნის

1regioni10 და 11 ივლისს პოლონეთში რეგი ფესტივალი გამართება. ფესტივალის საზეიმო გახნის პატივი არც მეტი, არც ნაკლები, ქართულ ჯგუფს ერგო.

7 წლის წინ რუსთავში პატარა თეატრი დაარსდა და იქვე ერთი ქართული მუსიკალური ჯგუფიც შეიქმნა. მას დამფუძნებლებმა ჯგუფი “REGGAEON” უწოდეს. სწორედ ეს ჯგუფი გახსნის პოლონეთში ერთ-ერთი პრესტიჟულ ფესტივალს.

ინფორმაციას ფესტივალთან დაკავშირებით “REGGAEON”-ის სოლისტი ლაშა ნოზაძე ავრცელებს:

– მინდა იცოდეთ, 7 წლის წინ, როცა რუსთავში პატარა თეატრი გავაკეთეთ და როცა ჯგუფი „REGGAEON” შედგა – საკმაოდ რთული გზა აღმოჩნდა გასაკვალი. მარტო კაის მოფიქრება რომ არ შველის, კი იცით თქვენ – მოფიქრებულს გაკეთება უნდა და გაკეთებულს გატანა!!

პირველი დღიდან დღემდე ჩვენს გვერდითაა რუსთაველი მეცენატი თამაზ გველუკაშვილი – ასე რომ არ იყოს, ახლაც 2015 წლის 10 ივლისს, ჯგუფი „REGGAEON“ მსოფლიო რეგი ფესტივალს ვერ გახსნიდა პოლონეთში.

ყველაფერი რიგზეა, 7-ში მივემგზავრებით!

მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მოდუნებისა და გულდაწყვეტის საშუალებას რომ არ გვაძლევენ!

P.S. მთავარია ქალაქელობის – ქალაქურად გესმოდეს!”