10 ივლისი, 2015

პოლ მაკარტნი სიკვდილს გადაურჩა

1paul-mccartneyჯგუფ “ბითლზის” ერთ-ერთი დამაარსებელი, პოეტი, მუსიკოსი და კომპოზიტორი პოლ მაკარტნი დღემდე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. არაერთი მსოფლიო ჰიტის ავტორი ახლაც განებვრებულია მსმენელის უსაზღვრო სიყვარულით.

მისი ძმა პიტერ მაიკ მაკარტნი საზოგადოებას თავისი ძმის უცნობ ისტორიებს უამბობს და უნიკალურ ფოტოებსაც სთავაზობს:

***

“ჩემს ძმას მუსიკა ყოველთვის უყვარდა, განუწყვეტლივ უკრავდა და ცდილობდა მაქსიმალურად დამოუკიდებელი ყოფილიყო. სწორედ მისი სიჯიუტის წყალობით, სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს. ზღვაში ვცურავდით, როცა მოულოდნელად ფსკერისკენ წავედით, პირველი პოლი ჩაიძირა, მერე მეც მივყევი, მაგრამ მოგვისწრეს და გადაგვარჩინეს.”

***

“პოლი შევიდა სტოკტონ ვუდ როუდის სკოლაში, მოგვიანებით კი ჯოზეფ უილიამსის ყმაწვილთა სკოლაში სწავლობდა. მან 11 პლუს ტიპის გამოცდა წარმატებით გაიარა და ბიჭების ლივერპულის ინსტიტუტის სკოლაშიც ჩაირიცხა. ერთხელ, როცა გარეუბნიდან შინ ავტობუსით სასწავლებლისაკენ მიდიოდა მან გაიცნო ჯორჯ ჰარისონი, რომელმაც ასევე წარმატებით ჩააბარა გამოცდა.”

***

“დედა მოულოდნელად გარდაიცვალა. მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით კი ემბოლიით დაავადდა და ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ პოლი 14 წლის იყო. ამ პერიოდში მან ჯონ ლენონი გაიცნო და ძალიან დაუახლოვდა, რადგან ჯონ ლენონსაც დედა ადრე გარდაეცვალა, მაშინ ის 17 წლის იყო.”

***

“მამა საყვირზე და ფორტეპიანოზე უკრავდა და ბენდსაც უძღვებოდა. პოლი მუსიკით სწორედ მისი გავლენით დაინტერესდა. მე-14 დაბადების დღეზე მამამ პოლს საყვირი აჩუქა, თუმცა მოგვიანებით ის პოლმა აკუსტიკურ გიტარაზე გაცვალა. ის აცხადებდა, რომ „პირში საყვირით სიმღერა რთული იქნებოდა“. პოლი ცაცია იყო, ამიტომ ეგონა, რომ ჩვეულებრივ გიტარებზე დაკვრა მისთვის რთული იქნებოდა, მაგრამ როცა სლიმ უიტმენის კონცერტის სარეკლამო პოსტერი ნახა, მიხვდა, რომ უიტმენიც ცაცია იყო, თუმცა ჩვეულებრივ გიტარაზე უკრავდა და ის შებრუნებული იყო. პოლმაც გადააწყო თავისი გიტარა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ შესრულების პროცესიც გაიმარტივა.”

პ.ს. ეს ჩვენი ბავშვობის ფოტოებია, სადაც ბედნიერი და უდარდელი სახეებით ვართ აღბეჭდილი.

paul_01

paul_02

paul_03

paul_04

paul_05

paul_06

paul_07

paul_08

paul_09

paul_10