6 ივლისი, 2015

Placebo  სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

1placeboინგლისური მუსიკალური ბენდი Placebo თბილისში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალს 7 ივლისს დახურავს. ბენდი უკვე თბილისშია და ჟურნალისტებსაც შეხვდა, სადაც თავისი ინიციატივა გააჟღერა.

Placebo მზად არის 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს. ჯგუფი Tbilisi Open Air-ზე ხვალ იმღერებს და შემოსული თანხით თბილისში 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება.

– ჩვენ ახალ ქვეყანაში ახალ მსმენელთან ვიმყოფებით. ხვალინდელი კონცერტიდან მიღებულ თანხას სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გადავრიცხავთ, რაც იქნება მოტივაცია ფესტივალის სხვა სტუმრებისთვისაც, – განაცხადა Placebo-ს წევრმა ბრაიან მოლკომ.

ჟურნალისტებს შეხვდა ბენდის გიტარისტი სტეფან ოლსდალიც, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე სკანდალში გაეხვა. მან სოციალურ ქსელში გმირთა მოედანზე მოსეირნე ჰიპოპოტამის ფოტო დადო და მიაწერა, რომ ერთი სული ჰქონდა ამ ცირკს როდის შეუერთდებოდა. მოგვიანებით, როცა სიტუაციაში გაერკვა, მუსიკოსმა ბოდიში მოიხადა.

– ეს არის დამოუკიდებელი საქველმოქმედო კომპანია “დავეხმაროთ თბილისს”. ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიისგან დაზარალდნენ და გადავწყვიტეთ, ჩვენი შემოსავალი ამ ფონდში გადავრიცხოთ, – აღნიშნა სტეფან ოლსდალმა.