4 ივლისი, 2015

მანანა მენაბდე ნატო მეტონიძის წინააღმდეგ

1manana-natoმომღერალი და არაერთი სიმღერის ავტორი მანანა მენაბდე მომღერალ ნატო მეტონიძეს უპირისპირდება და მას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

მანანა მენაბდემ საავტორო უფლებების დარღვევის გამო, სპეციალური განცხადებით საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას და მის ხელმძღვანელს გიგა კობალაძეს უკვე მიმართა.

ავტორ-შემსრულებლის განცხადებით, ნატო მეტონიძის სოლოკონცერტში “ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე” სიმღერა “სტვენს ბულბული” მისი ნებართვის გარეშე იქნა გამოყენებული.

თავის მხრივ, ნატო მეტონიძის სოლოკონცერტზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფი აცხადებს, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, კონცერტის პროგრამა შეიცვალა და მას დაემატა ეპიზოდი “სტიქია”, სადაც მოცარტის რექვიემთან ერთად შესრულდა მანანა მენაბდის “სტვენს ბულბული”. მათი თქმით, ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის გამო, სიმღერის ავტორთან წინასწარი დაკავშირება მხედველობიდან გამორჩათ.