24 ივლისი, 2015

მანანა ჯაფარიძე საქართველოში დაბრუნდა

1manana-jafaridzeქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძე, რომელიც წლების წინ საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდა, ისევ სამშობლოში დაბრუნდა. მომღერალი თბილისში განსაკუთრებული მისიით ჩამოვიდა. მან თავის ახალ სიმღერაზე სახელწოდებით “გეძებდი” “ბრავო რექორდსში” კლიპი გადაიღო.

სიმღერაც და კლიპიც სპეციალურად მხატვრული ფილმისთვის „რობინზონი და 9 პარასკევა“ შეიქმნა. ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილია, სცენარის ავტორი კი ნიკა რამიშვილი.

ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, ნანი ბრეგვაძე, ზაზა კოლელიშვილი, ვერა ბრეჟნევა, მურად დადაშევი, აზერბაიჯანის ელჩი მოსკოვში ფოლად ბულ ბულ ოღლი – ეს იმ ცნობილი პიროვნებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ფილმში მონაწილეობენ.

ფილმის პრემიერა საქართველოში სექტემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, აზერბაიჯანში კი სექტემბრის ბოლოს.