20 ივლისი, 2015

მამულიჩას პატიმრობა შეეფარდა

1mamulichლელა წურწუმიას მეუღლეს კახი მამულაშვილს იგივე მამულიჩას მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მისთვის გირაოს შეფარდებას 10.000 ლარის ოდენობით ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

“არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. ალალად ვთქვი რაც იყო. ვერავინ დამიმიტკიცებს ვიყიდე თუ ვინმემ მაჩუქა. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს,” – განაცხადა მამულიჩამ.

მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მამულიჩა არ დაეთანხმა პროკურორის განცხადებას მისი პატიმრობის მოტივთან დაკავშირებით იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული ქვეყნიდან წავიდეს, სასამართლოში არ გამოცხადდეს და ხელი შეუშალოს გამოძიებას.

“გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედების შედეგად ჩავიდინე. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა,” – განაცხადა კახი მამულაშვილმა.

მამულიჩას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 55 დღის შემდეგ, 9 სექტემბერს გაიმართება.