28 ივლისი, 2015

ლაშა ბუღაძეს გერმანიაში ელოდებიან

1lasha-bugadzeeeeeმწერალსა და დრამატურგს ლაშა ბუღაძეს გერმანიაში ელოდებიან.

საქართველო საელჩო გერმანიაში 28 ივლისს ლაშა ბუღაძის ლიტერატურულ საღამოს გამართავს, სადაც მოეწყობა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ლაშა ბუღაძე ევროპაში ბევრს მოგზაურობს და ქართულ დიასპორებთან შეხვედრებსაც მართავს. მისი ნაწარმოებები უცხოეთში საკმაოდ პოპულარულია. ლაშა ბუღაძის პიესა “ნავიგატორი” ბიბისის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო რადიოპიესების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

შეხვედრაზე მისული დიასპორისთვის მწერალი თავად წაიკითხავს ნაწყვეტებს თავისი ნაწარმოებებიდან და მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხებს.